Gccc-logo.png


კომენტარის შესახებ

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი

სამოქალაქო კოდექსის კომენტარზე მუშაობა 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს ბეჭდური სახით გამოცემულ იქნა პირველი წიგნი (მუხ. 1-146) და სარედაქციო ჯგუფი კვლავაც აგრძელებს დარჩენილ წიგნებზე მუშაობას, მათი საბოლოო რედაქტირებისა და გამოცემის მიზნით. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მრავალი მუხლის კომენტარი შექმნის ან რედაქტირების პროცესშია.

შესაბამისად, სარედაქციო ჯგუფი თვლის, რომ ბეჭდური ვერსიის შექმნამდე, კომენტარების ის ნაწილი, რომელიც უკვე მზადაა, მიზანშეწონილია, ხელმისაწვდომი გახდეს პროფესიული საზოგადოებისათვის, რათა, ერთი მხრივ, ხელი შეეწყოთ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მოისმინოს მათი აზრი ამა თუ იმ მუხლის კომენტარზე.

აქტიური მუშაობა კომენტარზე გრძელდება, შესაბამისად, ვებგვერდი პერიოდულად განახლდება. მას დაემატება სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლების კომენტარები, რომელზეც ავტორები ამ დრომდე მუშაობენ. ასევე გადაიხედება და განახლდება ვებგვერდზე ამ დროისათვის უკვე ხელმისაწვდომი კომენტარები.

ვებგვერდის სტრუქტურა

კომენტარს (ვებგვერდზე მარცხნივ) ახლავს სარჩევი, რომელიც იმეორებს სამოქალაქო კოდექსის სტრუქტურას. საჭირო კომენტარის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარჩევი ან შესაბამისი მუხლის ნომერი აკრიფოთ საძიებო ველში.

კომენტარის ტექსტის სტრუქტურა

კომენტარის ტექსტის სტრუქტურა მეტნაკლებად ერთიანია. კომენტარი იწყება განსამარტავი მუხლის ტექსტით. მუხლის ტექსტს მოსდევს სარჩევი (გარდა იმ კომენტარებისა, რომელთა მოცულობა 2 გვერდს არ აღემატება.) კომენტარი, როგორც წესი, განიხილავს შემდეგ საკითხებს: ზოგადი დებულებები, ნორმის ისტორია (თუკი ამის აუცილებლობა არსებობს), ნორმის საგანი და მიზანი, გამოყენების სფერო, ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, ნორმის გამოყენების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები.

კომენტარში აბზაცებს მინიჭებული აქვთ ველის ნომრები.

კომენტარის ციტირება

სამეცნიერო ნაშრომებში კომენტარი შეგიძლიათ დაიმოწმოთ შემდეგნაირად:

ავტორი, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, კომენტარის დამუშავების თარიღი, მუხლის ნომერი, ველის ნომერი.

მაგალითად,

ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 1, ველი 2.

საავტორო და ქონებრივი უფლებები

ვებგვერდზე განთავსებული ყველა სახის ტექსტი დაცულია საავტორო უფლებით და მათი გამოყენების უფლება შეზღუდულია პირობებით. საავტორო უფლება ვრცელდება ასევე ვებგვერდის სტრუქტურასა და ფორმატზე. დაუშვებელია კომერციული მიზნებით ვებგვერდზე განთავსებული მასალის რეპროდუქცია ან გავრცელება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით.

გამოქვეყნებული მასალის განთავსება სხვა ინტერნეტ-რესურსზე, რომელიც არ ატარებს კომერციულ ხასიათს, დასაშვებია უფლებამოსილი პირებისაგან მიღებული წინასწარი წერილობითი თანხმობით.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) და ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტები (PROLoG) არ იღებენ პასუხისმგებლობას განთავსებული მასალის შინაარსობრივ სისწორეზე.