Gccc-logo.png


მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 11:30, 4 September 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (Created page with "{{თავი}} {{მუხლი |სათაური= მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი #1902 – სსმ I, #4, 22.01.2003 წ., მუხ. 20.

I. ნორმის მიზანი

1

201-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობისას ახალ მფლობელზე გადადის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიც. ამის საწინააღმდეგოდ, ვალის გადაკისრებისას მოთხოვნის მფლობელის უფლებები იზღუდება და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები, კერძოდ, თავდებობა და გირავნობა წყდება. უზრუნველყოფის გამცემი პირისათვის მოვალის პიროვნება მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან უზრუნველყოფის საშუალებების გაცემას იგი დამოკიდებულს ხდის მოვალის გადახდისუნარიანობასა და იმ ნდობაზე, რომ მოვალე თავის ვალდებულებებს შეასრულებს. კანონი ითვალისწინებს უზრუნველყოფის გამცემი პირის განსაკუთრებულ ინტერესებს და ადგენს, რომ თავდებობა და გირავნობა წყდება, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. მაშასადამე, ნორმის მიზანია თავდებისა და დამგირავებლის დაცვა.

II. ნორმის სამართლებრივი შედეგები

2

ნორმა ადგენს მხოლოდ თავდებობისა და გირავნობის შეწყვეტას, რომელიც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, არ შეიძლება ნორმის გამოყენება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებზეც, მათ შორის, არც აქცესორულ უფლებებზე.

3

იმ შემთხვევაში, როდესაც თავდები ან დამგირავებელი თანახმაა, გაგრძელდეს უზრუნველყოფის საშუალებები, არ არსებობს მათი დაცვის სამართლებრივი საფუძველი. თავდების ან დამგირავებლის თანხმობა შესაძლებელია, გაიცეს ფორმის დაცვის გარეშე ან კონკლუდენტურად.

4

ნორმა ცალსახად განსაზღვრავს თავდებისა და დამგირავებლის თანხმობას. ამ შემთხვევაში „თანხმობა“ ნიშნავს თავდებისა და დამგირავებლის წინასწარ თანხმობას მე-100 მუხლის თანახმად და არა შემდგომ თანხმობას (მოწონება) 101-ე მუხლის მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს თავდებობისა და გირავნობის შეწყვეტის მომენტი. იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა გაცემულ იქნება ვალის გადაკისრების შემდეგ, მაშინ ასეთი თანხმობა წარმოშობს ვალდებულებითსამართლებრივ მოთხოვნას უზრუნველყოფის საშუალებების თავიდან გაცემის შესახებ.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_206._მოთხოვნის_უზრუნველყოფის_საშუალებათა_შეწყვეტა_ვალის_გადაკისრებისას&oldid=1720"