Gccc-logo.png


მუხლი 135. დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 135. დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შე- ჩერებულია


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.

I. ნორმის მიზანი

1

ნორმა განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების სამართლებრივ შედეგს – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.

II. გამოყენების სფერო

2

135-ე მუხლით დადგენილი წესი ვრცელდება მოთხოვნის დამაბრკოლებელი ყველა იმ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადას აჩერებს, მათ შორის, 132-134-ე მუხლებით და ასევე კანონით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების სხვა შემთხვევებზეც. ამასთან, 132-ე მუხლში მითითებული მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები 135-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს მხოლოდ 136-ე მუხლით დადგენილი პირობებით (ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ვადაში არსებობისას) იწვევს.

ხანდაზმულობის ვადის შეჩერება გამოიხატება იმაში, რომ დრო, რომელიც გავიდა იმ გარემოებათა დადგომამდე, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევენ, ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება.[1]

ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის ხანგრძლივობაზე და ეს პერიოდი ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2001, მუხ. 135, გვ. 327.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_135._დრო,_რომლის_განმავლობაშიც_ხანდაზმულობის_ვადის_დენა_შეჩერებულია&oldid=1986"