მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები
1. დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. 2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.
|
I. ზოგადი დებულებები
ნორმა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით არის მართლზომიერი მფლობელის შესაგებელი. მას შეუძლია, შესაგებელი წარუდგინოს ასევე ნივთის მესაკუთრეს, ვინაიდან იგი (მფლობელი) ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას მართლზომიერად ახორციელებს.
II. ნორმის შემადგენლობა
მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე, კანონის ან მხარეთა შორის არსებული გარიგების თანახმად, ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.1 მართლზომიერი მფლობელის საკუთრებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი, მაგალითად, ქვექირავნობით გადაცემული ფართის ქირა. მაგრამ შესაძლებელია, რომ კანონი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში არეგულირებდეს ნივთის ან უფლების ნაყოფის კუთვნილების საკითხს (მაგალითად, 726 III). 162 II მუხლის თანახმად, შესაგებელი შეუძლია წარუდგინოს პირდაპირმა მფლობელმა არაპირდაპირ მფლობელს.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა
ანონიმური მკითხველი #1
ბმული |