Gccc-logo.png


მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა არეგულირებს არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას უფლებამოსილი პირის მიმართ. 159-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერია პირი, თუ იგი არამართლზომიერად ფლობს ნივთს, ან სავაჭრო ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე არაუფლებამოსილ პირად იქნა მიჩნეული. არაკეთილსინდისიერი მფლობელის პასუხისმგებლობა უფლებამოსილი პირის მიმართ გამკაცრებულია.

II. ნორმის შემადგენლობა

2

არაკეთილსინდისიერი მფლობელიც ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს და მას არა აქვს უფლება, შეინარჩუნოს მიღებული სარგებელი ან ნივთისა და უფლების ნაყოფი. მეტიც, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ნაყოფის ის ღირებულება, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. მაგალითად, მეურნეობის არასწორად წარმართვის გამო ვერ მიიღო შემოსავალი.[1] ნივთზე გაწეული ხარჯებისა და გაუმჯობესებების ანაზღაურების მოთხოვნა მას აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქმედებებს უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა. უფლებამოსილ პირს შეუძლია, არაკეთილსინდისიერ მფლობელს წაუყენოს მოთხოვნები დელიქტური ვალდებულებებისა და უსაფუძვლო გამდიდრების წესების თანახმად.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 164, გვ. 70.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_164._არაკეთილსინდისიერი_მფლობელის_მოვალეობანი&oldid=1556"