მუხლი 166. ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი
თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.
|
სარჩევი
I. ნორმის მიზანი
165-ე მუხლის საფუძველზე მოძრავ ნივთებზე ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის შემთხვევებში მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ნივთს ხუთი წლის განმავლობაში ფლობდა უწყვეტად, როგორც საკუთარს. 166-ე მუხლის მიზანია, შეუმსუბუქოს ნივთის მფლობელს მტკიცების ტვირთი, მაგრამ შესაძლებელია ამ ვარაუდის უარყოფა.
II. პრეზუმფციის მნიშვნელოვანი გარემოებები
პრეზუმფციის მნიშვნელოვანი გარემოებებია პირის მიერ ნივთის მფლობელობა და მფლობელობის ნება. ორივე გარემოება უნდა არსებობდეს მფლობელობის დასაწყისში და ბოლოს.
III. საწინააღმდეგოს დამტკიცება
პრეზუმფციის უარყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ მფლობელობის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მფლობელს არ ჰქონდა ნივთზე მფლობელობა ან მფლობელობის ნება.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა