მუხლი 171. საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე
From Georgian Civil Code Commentary
ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც.
|
1
ნორმა აწესრიგებს საკუთრების უფლების გავრცელებას ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ნორმით განივრცობა 150-ე მუხლის შემადგენლობა, რომელიც განსაზღვრავს, რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ის გარემოება, რომ ნივთი სხვა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და იზიარებს სხვა ნივთის სამართლებრივ ბედს, უზრუნველყოფს ნივთების უსარგებლო დაზიანების თავიდან აცილებას. მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ვრცელდება მათ არსებით შემადგენელ ნაწილებზეც.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა