მუხლი 189. საკუთრების გადაცემა ფასიანი ქაღალდების მეშვეობით
თუ შემძენზე საკუთრების გადასვლისთვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ აუცილებელია ფასიანი ქაღალდის გადაცემა, საკუთრება გადასულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსხვისებელი შემძენს გადასცემს ფასიან ქაღალდს.
|
I. ზოგადი დებულებები
ნორმის მიზანია ფასიანი ქაღალდების მეშვეობით, ნივთის მფლობელობაში გადაცემის სანაცვლოდ, საკუთრების უფლების გადაცემა. ნორმა 186 II მუხლის განვრცობითი დებულებაა.
II. ნორმის წინაპირობები
ნორმის მიხედვით, საკუთრება ნივთზე გადასულად ითვლება იმ მომენტ- ში, როდესაც გამყიდველი მყიდველს ფასიან ქაღალდს გადასცემს ნივთის მფლობელობაში გადაცემის სანაცვლოდ. ნორმის მიხედვით, ფასიანი ქაღალდია ის, რომელიც აღნიშნავს ნივთზე საკუთრების უფლებას. ასეთ ფასიან ქაღალდს განეკუთვნება, მაგალითად, საორდერო სასაწყობო მოწმობა, 788-ე მუხლის მიხედვით, რომელსაც საქონლის მიღებისას შემნახველი გადასცემს მიმბარებელს. ნორმის თანახმად, მოწმობის გადაცემა მესამე პირზე ინდოსამენტის მეშვეობით (791) არის ნივთზე მფლობელობის გადაცემა. ფასიანი ქაღალდია, ასევე, გადაზიდვის ხელშეკრულების დადებისას გაცემული ზედნადები (კონოსამენტი), 673-ე მუხლის მიხედვით.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა