Gccc-logo.png


მუხლი 202. მოთხოვნის მფლობელთა რიგითობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 202. მოთხოვნის მფლობელთა რიგითობა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ ერთი და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა. თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.

ზოგადი დებულებები

1

ნორმის მიზანია, განსაზღვროს მოთხოვნის კრედიტორი იმ შემთხვევაში, თუ ძველი მფლობელი მოთხოვნას რამდენიმე პირს დაუთმობს. მოთხოვნის დათმობა, როგორ წესი, არ საჭიროებს წერილობითი ფორმის დაცვასა და საჯარო რეგისტრაციას (გამონაკლისი 296-ე მუხლი) და ასევე, მოვალე არ არის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი ურთიერთობის მხარე. იმისათვის, რომ განისაზღვროს მისი ნამდვილი ახალი მფლობელი, კანონმდებელი ასეთ შემთხვევაში პირობად განსაზღვრავს, რომ ახალი მფლობელი არის პირი, რომელიც მოვალესთან სხვებზე ადრე დაამყარებს კავშირს, ან რომლის შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_202._მოთხოვნის_მფლობელთა_რიგითობა&oldid=1711"