Gccc-logo.png


მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.



1

208-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების საგანზე საკუთრების უფლების შეძენისა და დაკარგვისათვის დადგენილია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის მიმართ არსებული წესების ანალოგიური ნორმები. კერძოდ, ინდივიდუალური საკუთრების საგანზე საკუთრების უფლების შეძენისათვის საჭიროა გამსხვისებელსა და შემძენს შორის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ინდივიდუალური საკუთრების საგანზე საკუთრების უფლების მიტოვებისათვის საჭიროა უფლებამოსილი პირის ცალმხრივი ნების გამოვლენა და ამ უკანასკნელის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ერთადერთი დამატებითი წესი, რომელსაც კანონი სპეციალურად ბინის საკუთრების განკარგვის მიმართ ითვალისწინებს, ისაა, რომ მესაკუთრის მიერ ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა ხორციელდება მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გათვალისწინებით.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_208._მრავალბინიან_სახლში_ინდივიდუალური_საკუთრების_საგნის_(ბინის_ან/და_არასაცხოვრებელი...&oldid=1735"