Gccc-logo.png


მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ იგი იკავებს გამქირავებლის ადგილს.



1

გაქირავებული ბინის გასხვისება არ არის ძველი მესაკუთრის მიერ დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ავტომატური შეწყვეტის საფუძველი; ეს უკანასკნელი ავალდებულებს (მბოჭავია) ახალ მესაკუთრესაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ქირავნობის ხელშეკრულების მხარე. მუხლის ნორმა იმპერატიულია და ქირავნობის ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში ძველი მესაკუთრის ადგილს იკავებს ბინის შემძენი.

2

მუხლის ნორმა არის 572-ე მუხლის დანაწესის ანალოგი ბინის ქირავნობის მიმართ.[1]




  1. იხ. 572-ე მუხლის კომენტარი.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_209._გაქირავებული_ბინის_შეძენა&oldid=1736"