Gccc-logo.png


მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. 2. აღნაგობის უფლება არ ისპობა მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის დანგრევით.

I. ზოგადი დებულებები

1

აღნაგობის უფლება შეიძლება გაქარწყლდეს მხარეთა მიერ მისი გაუქმებით (238 I) ან ვადის გასვლით. გარდა ამისა, ის შეიძლება გაუქმდეს რეესტრის ჩანაწერის გაუქმების შემდეგ მისი აღდგენის ხანდაზმულობის გასვლის, გადადების პირობის დაუდგომლობისა და ექსპროპრიაციის შედეგად. ნაკვეთზე აღმართული შენობის დანგრევით აღნაგობის უფლება არ ქარწყლდება (238 II). აღნაგობის დერელიქცია (უფლების მიტოვება) დაუშვებელია.

II. გაუქმება, 238 I

2

238 I მუხლი ეხება მხოლოდ მიწის მესაკუთრის უფლებებს და ძალაშია მხოლოდ აღნაგობის უფლების გარიგებით გაუქმებისას. თანხმობა უნდა განაცხადოს რეალურმა მესაკუთრემ, თუმცა საკმარისია ასევე რეესტრში რეგისტრირებული კეთილსინდისიერი პირის თანხმობაც.[1] აღნაგობის სამარ- თალი არ შეიცავს სხვა დანაწესს იპოთეკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან ის თავად მხარეებმა უნდა მოაწესრიგონ ერთპიროვნული შეთახმებით. ეს შეთანხმება არაფორმასავალდებულოა. არც გაუქმების შეთანხმება და არც გაუქმების პირობა არ შეიძლება გაფორმდეს პირობადებულად. თუმცა გაუქმების ვალდებულება შეიძლება დამოკიდებული იყოს საზღაურის გადახდაზე.

3

მესაკუთრის თანხმობის გარდა, 238 I მუხლის მიხედვით, აუცილებელია მეაღნაგის ცალმხრივი განცხადება რეესტრის ან ამ მესაკუთრის წინაშე და რეგისტრირებული უფლების გაუქმება. აუცილებელია, ასევე, იმ პირების თანხმობა, რომელთაც აქვთ სანივთო უფლებები აღნაგობაზე.[2] ამ აღნაგობაზე სანივთო უფლებათა მფლობელების თანხმობა მაშინ არის ზედმეტი, თუ ეს უფლებები იდენტური შინაარსითა და იდენტური რანგით ნარჩუნდება მიწის ნაკვეთზე.[3] ბინაზე საკუთრების გაუქმებისასაც სავალდებულოა ამ მესაკუთრის თანხმობა.[4] აღნაგობა უქმდება რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ არის ვალდებული, გადაიხადოს რაიმე კომპენსაცია.

III. შენობის დანგრევა, 238 II

4

აღნაგობის უფლება არ ისპობა შენობის დანგრევასთან ერთად. როგორც თავად აღნაგობის უფლების დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც ის განმარტებულია როგორც რაიმე ნაგებობის ფლობის უფლება, მისი არსებობა არ არის დამოკიდებული რაიმე კონკრეტულ ნაგებობაზე. შესაბამისად, ამ ნაგებობის დანგრევაც არ უშლის ხელს მის გაგრძელებას. საპირისპირო შეთანხმება დაუშვებელია.[5]

5

კანონიდან არ გამომდინარეობს ერთხელ დანგრეული ნაგებობის თავიდან აშენების ვალდებულება; თუმცა მხარეებს შეუძლიათ ამ ვალდებულების შეთანხმება.[6] თავად მეაღნაგეს კი აქვს თავიდან აღმართვის უფლება. ნაგებობის დანგრევით არ იცვლება აღნაგობის საზღაურის გადახდის ვალდებულება,[7] თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. დანგრეული შენობის მასალა მეაღნაგის საკუთრებაა მაშინაც კი, როდესაც შენობა მესაკუთრის მიერ იყო აგებული და მას შეუძლია, ეს მასალა თავისი ნება-სურვილისებრ გამოიყენოს.[8] თუ შენობის ნანგრევები აღნაგობის უფლების გაქარწყლებისას ჯერ კიდევ არსებობს და ამცირებს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, როგორც წესი, 239-ე მუხლში მოცემული პრინციპიდან და ხელშეკრულების განმარტებიდან გამომდინარეობს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ანაზღაურების ვალდებულება.[9]




  1. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 26, Rn. 2.
  2. იქვე, Rn. 3.
  3. OLG Brandenburg NotBZ 2013, 247; OLG Hamm NotBZ 2013, 399.
  4. Maaß, იქვე, Rn. 3.
  5. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 13, Rn. 1.
  6. Maaß, იქვე, Rn. 2.
  7. BGH LM BGB § 157 D Nr. 1.
  8. Maaß, იქვე, Rn. 2.
  9. იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_238._აღნაგობის_უფლების_შეწყვეტა&oldid=1757"