მუხლი 241. უფლებამონაცვლეობა აღნაგობის უფლების შეწყვეტისას
From Georgian Civil Code Commentary
აღნაგობის უფლების შეწყვეტისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების მონაწილე.
|
1
241-ე მუხლი 209-ე და 572-ე მუხლების (იხ. ამ მუხლების კომენტარი) ანალოგია აღნაგობის სამართალში იმ განსხვავებით, რომ აქ საქმე ეხება არა გასხვისებას, არამედ აღნაგობის უფლების შეწყვეტას, თუმცა ის ანალოგიით უნდა გავრცელდეს გასხვისების შემთხვევებზეც. 241-ე მუხლი ძალაშია აღნაგობის უფლების შეწყვეტის ყველა შემთხვევისათვის, როგორებიცაა: გაუქმება (შეთანხმებით ან სხვა საფუძვლით) და ვადის გასვლა. სხვა შემთხვევაში ანალოგიით მოქმედებს 209-ე და 572-ე მუხლების წინაპირობები.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა