მუხლი 262. გირავნობის საგნის დაზღვევა
დამგირავებელი ვალდებულია, დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 _ სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284. |
გირავნობის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ გირავნობის საგნის დაზღვევის შესახებ, რაც, როგორც წესი, ევალება დამგირავებელს. გარდა კანონისა, დაზღვევის ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს გირავნობის ხელშეკრულებიდანაც, რაც, ჩვეულებრივ, გავრცელებულია ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრაქტიკაში. ამ შეთანხმების გარეშე არც მოგირავნეს მფლობელობითი და არც დამგირავებელს რეგისტრირებული გირავნობისას არ ეკისრება 261 I 1 მუხლით გათვალისწინებული მოვლა-შენახვის ვალდებულების ფარგლებში გირავნობის საგნის დაზღვევა.[1]
სადაზღვევო ანაზღაურება იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (264 II).
- ↑ KG OLGE 29, 381; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2011, § 1215, Rn. 3; გერმანიაში გამონაკლისია მხოლოდ ლომბარდში დაზღვევის შემთხვევა, რა დროსაც ლომბარდი კანონის ძალით („ლომბარდში გირავნობის შესახებ დადგენილების“ მე-8 პარაგრაფი, იხ. 260-ე მუხლის კომენტ., სქოლიო 1) ვალდებულია, დააზღვიოს დაგირავებული საგანი. ქართული სამართლის მიხედვით, ლომბარდს ამგვარი ვალდებულება არ გააჩნია და პრაქტიკაშიც ლომბარდები მხოლოდ დამგირავებლის ხარჯზე აზღვევენ გირავნობის საგანს, მათი სურვილის ან საგნის ღირებულების მიხედვით.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა