Gccc-logo.png


მუხლი 273. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 273. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის გამო (კონსოლიდაცია)


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის საკუთრებაში.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 _ სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ. 284.



1

273-ე მუხლი 270-ე_272-ე მუხლებში დაფიქსირებული პრინციპების გაგრძელებაა და ადგენს გირავნობის უფლების შეწყვეტის კიდევ ერთ საფუძველს: ვინაიდან, ქართული სამართლის თანახმად, ერთსა და იმავე ქონებაზე პირს არ შეიძლება ჰქონდეს როგორც საკუთრების უფლება, ისე შეზღუდული სანივთო უფლება (გამონაკლისია 288 მუხლი), გირავნობის უფლება წყდება, როდესაც გირავნობის საგანზე საკუთრების უფლებას იძენს მოგირავნე (ე.წ. კონსოლიდაცია).

2

გირავნობის უფლება და საკუთრება ერთ ხელში იყრის თავს, თუ გირაოს მესაკუთრე მოიპოვებს მოთხოვნას, რომელიც გირავნობისაგან განუყოფელია (269 I, IV 1),[1] თუმცა აუცილებელია, რომ ეს პირი, ამავდროულად, არ იყოს პირადი მოვალე, რადგან ამ შემთხვევაში, ვალდებულებისა და მოთხოვნის ერთ პირთან თავმოყრის გამო, თავად მოთხოვნა უქმდება, რაც იწვევს გირავნობის უფლების გაუქმებას 270-ე, და არა 273-ე, მუხლის მიხედვით.[2] მოთხოვნის მოპოვება შეიძლება, განპირობებული იყოს მოთხოვნის დათმობით, სამკვიდროს მიღებით, მესამე პირის მიერ 269 III მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებით. კონსოლიდაცია შეიძლება, განპირობებული იყოს მოგირავნის მიერ გირავნობის საგანზე საკუთრების მოპოვებით,[3] თუმცა ამ შემთხვევაში თანასაკუთრების მოპოვება (მაგ. მუხ. 265 მე-4 ველი) საკმარისი არ არის და გირავნობის უფლება აგრძელებს არსებობას დამგირავებლის წილზე თანასაკუთრებაში.




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 161.
  2. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1256, Rn. 2.
  3. ეს წესი მოქმედებს ასევე საზოგადოების წილის მოპოვების შემთხვევაშიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის # 3კ/327-01 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_273._გირავნობის_უფლების_შეწყვეტა_მოგირავნის_საკუთრებაში_გირავნობის_საგნის_გადასვლის...&oldid=2063"