Gccc-logo.png


მუხლი 289⁷. იპოთეკის მოწმობის გაუქმება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289⁷. იპოთეკის მოწმობის გაუქმება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იპოთეკის მოწმობა უქმდება:

ა) იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში;

ბ) უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში.

2. იპოთეკის მოწმობის გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

იპოთეკის მოწმობის გაუქმება შესაძლებელია მისი, როგორც საბარათე იპოთეკის, წარმოშობის შემდეგაც. 289⁷-ე მუხლი ითვალისწინებს ამის ორ შესაძლო ვარიანტს. პირველი, ეს არის თავად იპოთეკის გაქარწყლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულებით (შდრ. ამასთან დაკავშირებით მუხ. 292, მე-11 და მომდევნო ველები, მუხ. 298, მე-7 და მომდევნო ველები); ხოლო მეორე ვარიანტია იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობითი დაბრუნება დატვირთული ქონების მესაკუთრისათვის. ორივე შემთხვევაში გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

II. საბარათე იპოთეკის გარდაქმნა რეესტრის იპოთეკად

2

2897 I ბ) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იპოთეკა აგრძელებს არსებობას, თუმცა სახეცვლილი, ანუ მხოლოდ რეესტრის იპოთეკის, ფორმით. ამისათვის აუცილებელია როგორც მესაკუთრის, ისე იპოთეკარის თანხმობა, რადგან იპოთეკის ფორმის ცვლილება ორივეს სამართლებრივ პოზიციებზე ახდენს გავლენას.[1] ეს თანხმობა გამოიხატება მოწმობის დაბრუნების შეთავაზებით ამ უკანასკნელის მხრიდან და მისი აქცეპტით მესაკუთრის მხრიდან.

3

თუ გაცემიდან გაუქმებამდე შუალედში იპოთეკის მოწმობაზე მესამე პირთა უფლებებია წარმოშობილი, მისი გაუქმებისათვის აუცილებელია ამ მესამე პირის თანხმობა. გერმანული პრაქტიკის დარად,[2] საქართველოშიც ეს თანხმობა მესამე პირის მხრიდან უნდა გაიცეს ერთობლივად, როგორც იპოთეკარისა და მესაკუთრის, ისე საჯარო რეესტრის მიმართ. სხვა შემთხვევაში მოწმობა არ უქმდება და იპოთეკა აგრძელებს საბარათე იპოთეკის ფორმით არსებობას.




  1. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1116, Rn. 29.
  2. იქვე, Rn. 30.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289⁷._იპოთეკის_მოწმობის_გაუქმება&oldid=2189"