მუხლი 303. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნაყოფი
From Georgian Civil Code Commentary
უძრავ ნივთზე აუქციონის გამოცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მესაკუთრე კარგავს უფლებას, დაიტოვოს ნივთის ნაყოფი.
|
I. ზოგადი დებულებები
1
მუხლის ნორმა განსაზღვრავს იპოთეკის საგნის რეალიზაციისას ნაყოფის იურიდიულ ბედს და მისი მიზანია იპოთეკარის ინტერესების დაცვა აუქციონის გამოცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე იპოთეკის საგნის ნაყოფის მიღებაზე უფლების მინიჭებით.
II. იპოთეკის საგნის ნაყოფის იურიდიული ბედი
2
იპოთეკის მოქმედების პერიოდში, როგორც წესი, იპოთეკის უფლება არ ვრცელდება იპოთეკის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე (293); თუმცა იპოთეკის საგანზე აუქციონის გამოცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მესაკუთრე ყველა შემთხვევაში კარგავს ნაყოფის მიღების უფლებას.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა