Gccc-logo.png


მუხლი 305. კრედიტორის, მოვალისა და მესაკუთრის მონაწილეობა აუქციონში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 305. კრედიტორის, მოვალისა და მესაკუთრის მონაწილეობა აუქციონში


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

კრედიტორი, მოვალე და მესაკუთრე უფლებამოსილი არიან, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, რომლის დროსაც მოვალემ და კრედიტორმა ისეთი უზრუნველყოფა უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ექსპერტი ჯეროვნად მიიჩნევს.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმა აგრძელებს 304-ე მუხლის დანაწესს და ადგენს იპოთეკარის, პირადი მოვალისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის აუქციონში მონაწილეობის უფლებას.

II. აუქციონში იპოთეკარის, პირადი მოვალისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის მონაწილეობა

2

მუხლის ნორმა ერთგვარი ანაქრონიზმია სამოქალაქო კოდექსის იპოთეკის შესახებ ქვეთავში დანარჩენ ნორმებთან შედარებით, ვინაიდან მას „ასცდა“ უკანასკნელ წლებში კოდექსში არაერთხელ განხორციელებული კარდინალური ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად, ნორმის ტექსტი უკვე აღარ შეესაბამება იპოთეკის საგნის რეალიზაციის ახალ პროცედურას, როგორც ტერმინოლოგიურად, ისე შინაარსობრივად. მაგ., მუხლის ნორმა უთითებს „ექსპერტზე“, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის ძველი რედაქციის 301-ე მუხლის თანახმად, იყო სასამართლოს მიერ დანიშნული პირი, რომელსაც ეკისრებოდა იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვა. დღევანდელი რედაქციით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის ახალ პროცედურაში ასეთი პირი აღარ ფიგურირებს. გარდა ამ ტერმინოლოგიური უსწორობისა, მუხლის ნორმაში ასევე შეცდომით არის მითითებული აუქციონში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის მოვალისა და იპოთეკარის მხრიდან „ჯეროვანი“ უზრუნველყოფის წარდგენის კანონისმიერ ვალდებულებაზე; დღევანდელი მდგომარეობით ასეთი ვალდებულება აღარ არსებობს.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_305._კრედიტორის,_მოვალისა_და_მესაკუთრის_მონაწილეობა_აუქციონში&oldid=2123"