მუხლი 306. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება სპეციალისტთან შეაქვს კრედიტორს (კრედიტორებს). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და ხელშეკრულება.
|
I. ზოგადი დებულებები
მუხლის ნორმები ადგენს სპეციალისტის მიერ იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვის პროცედურის ინიციირების საფუძველს – განცხადებას აუქციონის ჩატარების შესახებ.
II. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
სპეციალისტის მიერ აუქციონზე გაყიდვის პროცედურის დასაწყებად აუცილებელია კანონისმიერი ფორმალური წესის დაცვა – იპოთეკარის მიერ სპეციალისტისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენა. განცხადების ტექსტიდან უნდა ჩანდეს, რომ იპოთეკარი ითხოვს აუქციონის ჩატარებას კონკრეტულ იპოთეკის საგანზე, თუმცა ყველა შემთხვევაში განცხადების ტექსტის განსაზღვრულობის მიზნით კანონი იმპერატიულად ითხოვს მასში იპოთეკის საგნის, მისი მესაკუთრის, მოვალის, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და იპოთეკის ხელშეკრულების მითითებას.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა