Gccc-logo.png


მუხლი 306¹. აუქციონის გაუქმება ან შეწყვეტა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 306¹. აუქციონის გაუქმება ან შეწყვეტა


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აუქციონი უქმდება, თუ აუქციონის შესახებ განცხადების შემტანი კრედიტორი უკან გაიტანს მას.

2. აუქციონი წყდება, თუ აუქციონის ჩატარებამდე მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდის მის დასაკმაყოფილებლად და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმები ადგენს სპეციალისტის მიერ იპოთეკის საგნის აუქციონის გაუქმებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.

II. აუქციონის გაუქმების საფუძველი

2

ვინაიდან სპეციალისტის მიერ იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვის აუცილებელი საფუძველი იპოთეკარის განცხადებაა და თუ აღარ არსებობს ეს საფუძველი იპოთეკარის მიერ თავისი განცხადების უკან წაღების გამო, შესაბამისად, აუქციონი და ასევე სპეციალისტის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებები უქმდება. ამ უფლების განხორციელება იპოთეკარს ნებისმიერ დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია.

III. აუქციონის შეწყვეტის საფუძველი

3

თუ 304-ე მუხლის თანახმად, იპოთეკის საგნის მესაკუთრის და დაინტერესებული მესამე პირის მხრიდან იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებით მიიღწევა იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვის თავიდან აცილება, 306¹ II ნორმა ანალოგიური გარემოების არსებობისას – უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და ყველა სხვა ხარჯის დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხის გადახდა – ადგენს აუქციონის ავტომატურად შეწყვეტის სამართლებრივ შედეგს. როგორც 304-ე მუხლის ნორმაში, ისე ამ შემთხვევაშიც კანონმდებელი დაინტერესებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მაქსიმალური ხელშეწყობით, რათა საქმე არ მივიდეს იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვამდე.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_306¹._აუქციონის_გაუქმება_ან_შეწყვეტა&oldid=2118"