მუხლი 306⁶. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება
თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას, სპეციალისტი აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს, რაც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
|
I. ზოგადი დებულებები
მუხლის ნორმა აგრძელებს 306⁵ მუხლის დანაწესს და ადგენს აუქციონზე გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ფასის თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებს.
II. ნასყიდობის ფასის თანხის გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგები
3065 II თანახმად, ნასყიდობის ფასის თანხა აუქციონის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში სრულად უნდა იქნეს შეტანილი სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე; წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტი აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილი იპოთეკის საგანზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს; ამავე დროს, ეს უკანასკნელი არ ჩაითვლება მეორე (მუხლის ტერმინოლოგიით – „განმეორებით“, 307) აუქციონად.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა