მუხლი 308. ხარჯების დაფარვა
From Georgian Civil Code Commentary
იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.
|
სარჩევი
I. ზოგადი დებულებები
1
მუხლის ნორმა ადგენს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან მოთხოვნების დაფარვის რიგითობას.
II. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან მოთხოვნების დაფარვის რიგითობა
2
კანონი იმპერატიულად ადგენს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან მოთხოვნების დაფარვის რიგითობას; კერძოდ, ამ თანხიდან ჯერ იფარება რეალიზაციაზე გაწეული ხარჯები და მხოლოდ ამის შემდეგ _ იპოთეკარის მოთხოვნა. თუ ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ვალების მომსახურებისათვის, მაშინ სხვაობის დაფარვა ეკისრება იპოთეკარს.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა