Gccc-logo.png


მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმა ადგენს სპეციალისტის პასუხისმგებლობას აუქციონის არაჯეროვნად ჩატარებისათვის.

II. სპეციალისტის პასუხისმგებლობა

2

ვინაიდან სპეციალისტი აუქციონის ცენტრალური ფიგურაა და, შესაბამისად, მას საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული კანონით (განსაკუთრებით, მესამე აუქციონზე, რომელშიც სპეციალისტს სრული თავისუფლება ენიჭება აუქციონის ჩატარების პროცედურის მხრივ!), ამ უფლებამოსილების საკომპენსაციოდ კანონი ადგენს მის პასუხისმგებლობასაც აუქციონის ჩატარებისას მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის; პასუხისმგებლობა გამოიხატება იმ ზიანის ანაზღაურებით, რომელიც მიყენებულ იქნა აუქციონის მონაწილეებისათვის სპეციალისტის მიერ ნაკისრი მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_309._პასუხისმგებლობა_აუქციონის_არაჯეროვნად_ჩატარების_გამო&oldid=2097"