Gccc-logo.png


მუხლი 53. გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 53. გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

I. ზოგადი დებულებები

1

53-ე მუხლი შეიცავს გარიგების წარუმატებელი განმარტების ერთ კონკრეტულ შემთხვევას. კერძოდ, როცა არც გარეგნული გამოხატვით და არც სხვა გარემოებებით არ დგინდება გარიგების შინაარსი. ასეთ შემთხვევაში სახეზეა არა ბათილი გარიგება, არამედ გარიგება საერთოდ არ არსებობს.

53-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არის გარიგების შინაარსის ზუსტად დადგენის შეუძლებლობა. ეს შემთხვევებია მაშინ, როცა გარიგებას, მაგალითად, ხელშეკრულებას, აკლია ხელშეკრულების არსებითი პირობები (327 I).

გარიგების შინაარსის დადგენის შეუძლებლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს გარიგება წერილობითი ფორმითაა დადებული თუ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.[1]

II. სამართლებრივი შედეგი

2

თუ გარიგება არ არსებობს იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი შინაარსის დადგენა, ცხადია, მხარეთა ნების გამოვლენას დასახული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.




  1. საქ. უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის # ას-650-943-05 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_53._გარიგების_არარსებობა_მისი_შინაარსის_დაუდგენლობის_გამო&oldid=1266"