მუხლი 9. სამოქალაქო კანონთა მიზანი
From Georgian Civil Code Commentary
სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.
|
მე-9 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო კანონთა მიზანს და მისი დებულებები უფრო დეკლარატორულია. ის არ წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. ნორმის მიზანს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების სამართლებრივი უზრუნველყოფის კონსტატაცია.